“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ჩემპიონი მისი გუნდი უნდა გამხდარიყო და არა “პარი სენ ჟერმენი”. იტალიელი სპეციალისტი ამის მიზეზად პარიზელების მხრიდან ფინანსური ფეირ ფლეის წესების დარღვევას ასახელებს.
“წესებს თვალი ყოველთვის უნდა ვადევნოთ. UEFA-მ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ პსჟ-ს ქმედებები ფინანსური ფეირ ფლეის წესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის კანონიერი ჩემპიონი “მონაკოა”. – აცხადებს კლაუდიო რანიერი.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ ჟერმენი” იმ 9 კლუბს შორის შედის, რომლებიც ფინანსური ფეირ ფლეის დარღვევაში არიან შემჩნეულნი.