იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მისი საბერძნეთის ნაკრების თავკაცად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ ევროპული სააგენტოები ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ალაპარაკდნენ და ტრანსფერის საკითხი უკვე მოგვარებულადაც კი მიიჩნიეს, მაგრამ ჯერ კონტრაქტამდე საქმე არ მისულა.
“მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე დეტალი შესათანხმებელი” – ციტირებს კლაუდიო რანიერის სიტყვებს France Football.