ფეხბურთი

21:48 | 6.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

რანიერი დარჩენაში დარწმუნებულია

“მონაკოს” იტალიელი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ ის მომდევნო სეზონშიც ამჟამინდელ გუნდში იმუშავებს.

ბოლო დროს, რანიერის “მონაკოდან” შესაძლო წასვლისა და მისი სავარაუდო შემცვლელების შესახებ ბევრი დაიწერა. თუმცა, 62 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მას საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვება არ მოუწევს.

“მიმდინარე კვირაში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ “მონაკოს” მომდევნო სეზონშიც გავწვრთნი.

მიმაჩნია, რომ კარგად ვიმუშავეთ და წარმატებული სეზონი ჩავატარეთ. ლიგა ორიდან დაბრუნება და ასეთი შედეგების ჩვენება ადვილი არაა.

არ ვიცი, რამდენ ფულს გამოჰყოფს ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებისთვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსასვლელად 4-5 ახალწვეული დაგვჭირდება.” – ციტირებს რანიერის სიტყვებს Goal-ი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 10.05.2014
salamur (29)

თუ თამაშობთ ტოტალიზატორს და გინდათ გარანტირებული მოგება მაშინ ეს თქვენი გვერდია

0?'>https://www.facebook.com/iFootballKings':'>https://www.facebook.com/iFootballKings'))

14:40 | 10.05.2014
tengoroma (4673)

ფორცა ბენფიკა მაგრად მევასება ეს გუნდი

14:13 | 10.05.2014
adp10 (10711)

კარგ გუნდს დააყენებს ეს ბაბაიაგა!

13:14 | 10.05.2014
M.U2015 (19400)

კარგი ცვრტნელია არ უმარტლებდა ტორე უკვე 3 ჯერ ეკნებოდა ლიგა ევროპა მონაგები

0.080102