ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი გუნდში ბედნიერია და კარიერის დასრულება "სამეფო" კლუბში სურს.
ესპანელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე განაცხადა, რომ საკუთარ რეზიუმეს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება აკლდა და მან ეს ოცნებაც აისრულა. ფინალში რამოსის გოლმა მადრიდის "ატლეტიკო" ფსიქოლოგიურად გატეხა.
"თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რათა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. გუნდში მოსვლის დღიდან გულშემატკივრების თანადგომას ვგრძნობ და კარიერის დასრულება აქ მსურს." _ განაცხადა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.
გიორგი ბალახაძე