ფეხბურთი

19:47 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა და მარსელომ ვარჯიში განაახლეს

ესპანეთის სამეფო თასის ფინალის წინ, “რეალის” ბანაკიდან კარგი ამბები ისმის. მადრიდული გუნდის ლაზარეთი სერხიო რამოსმა და მარსელომ დატოვეს.

სერხიო რამოსმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მიიღო. მას შემდეგ, ესპანელ მცველს 2 კვირა გაუცდა.

რაც შეეხება მარსელოს – მას უქმობა აპრილის შუა რიცხვებიდან უწევს. თუმცა, სერხიო რამოსის მსგავსად, გუნდთან ერთად ვარჯიში მანაც განაახლა.

0.11523