ბრაზილიის ნაკრებთან კონფედერაციის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ (0:3), ესპანეთის ეროვნული გუნდის უკანახაზელმა სერხიო რამოსმა მატჩის შესახებ ისაუბრა.
“როდისმე ჩვენც უნდა წაგვეგო – რობოტები ნამდვილად არ ვართ. ხანდახან ხდება, როცა არაფერი გამოგდის. ბრაზილიის ნაკრებზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. როდესაც პენალს ვარტყამდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი, მაგრამ ავაცილე. ბევრს მივაღწიეთ და გასაკვირი არაა, რომ ერთ დღესაც დავმარცხდით. ეს სპორტის ნაწილია”, - უთხრა რამოსმა El Mundo Deportivo-ს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს კონფედერაციის თასის ფინალამდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.