“რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, შეიძლება, ზამთარში კლუბი შეიცვალოს. Football Espana-ს ცნობით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენით “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “პარი სენ ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსი “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას გაუნაწყენდა, რადგან ხელფასის გაზრდა სთხოვა და უარი მიიღო. ამჟამად მისი ხელფასი, დაახლოებით 3 მილიონი ევროა წელიწადში. “პარი სენ ჟერმენი” კი, ევროპული სააგენტოების ცნობით მზადაა, წლიურ გასამრჯელოდ, 9,5 მილიონი ევრო დაუწესოს.