მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი “სამეფო კლუბის” ერთ ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
რამოსის წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება. ამაზე მაღალი გასამრჯელო კი “რეალში” მხოლოდ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს და ნახევარმცველ გარეთ ბეილის აქვთ.
გასულ სეზონში სერხიო რამოსის მიერ ნაჩვენები თამაშით მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები არიან და კონტრაქტის განახლება ფეხბურთელს თავად შესთავაზეს.