საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი ადილ რამი, რომელმაც განვლილი სეზონი “ვალენსიაში” დაასრულა, კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ, ესპანური პრესა იუწყება.
რამის სანაცვლოდ, აწ დასრულებულ სეზონში გერმანიის ვიცეჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, 12 მილიონ ევროს გადაიხდის. სწორედ ეს საკომპენსაციო თანხაა მითითებული ფრანგის მიერ “ვალენსიასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, “ვალენსიელებმა” მოსკოვის “სპარტაკში” ტინო კოსტა გაყიდეს.