ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის. სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს ვაჟთა და გოგონათა შორის სულ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ტატამზე სამი ქართველი ვაჟი გავიდა და სამეულში შეღწევა მათგან მხოლოდ ერთმა შეძლო – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით რამაზაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას იგი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ბრიტანელ ჯონ ჯეინთან სუფთად წაგების გამო. იქამდე თავად ჩამოიცილა იპონ-იპონ ბელარუსი მიკიტა სვირიდი და იტალიელი დავიდ პოცი. დამამშვიდებელ ეტაპზე იპონებითვე გაუსწორდა სერბ ფილიპ ჯინოვიჩსა და უნგრელ ადამ რუდინსკის.
ამავე წონაში, საქართველოს სახელით გიორგი გველესიანმაც იჭიდავა. მშვენივრადაც დაიწყო – ჰოლანდიელ სიმეონ კატარინას ვაზარით გასცდა, ლიტველ რომას პეტკუსს კი ზუსტად ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში გველესიანი რუსეთის სახელით მოჭიდავე კარლენ ფალიანს დაეჭიდა და სუფთად წააგო. რეპეშაჟში კი უმალ დამარცხდა, უკრაინის ნაკრების წევრ ზელიმ კოსტოევთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ზუსტად ანალოგიური შედეგი აჩვენა მძიმეწონოსანმა ჯაბა მუმლაძემ. ძირითად ბადეში მისთვის დაუძლეველი ზღუდე რუმინელი კროიტორუ მირჩეა აღმოჩნდა, ხოლო დამამშვიდებელი ეტაპი კიდევ ერთი რუმინელით – ლუკა კუნსზაბოთი დაიწყო და დაასრულა. ამ შეხვედრებამდე მუმლაძემ ლიტველი მარტინას ვასკოვიჩუსის ძლევა მოასწრო.
ირაკლი ცირეკიძის დამოძღვრილმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილი დაიკავა. რამაზაშვილის გარდა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე რობიზონ ბეგლარიშვილი (50 კგ), კობა მჭედლიშვილი (66 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) ავიდნენ. საქართველოს გოგონათა ნაკრებმა კი გუნდური პირველობა მესამე ადგილით დაასრულა. გია თენაძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) ოქრო და მზია ბებოშვილის (48 კგ) ბრინჯაოა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
იუნიორები
ტალინი
22-23 ივნისი
ვაჟები
50 კგ
1 ანგელო პანტანო (იტალია)
2 მეტის ვან ჰარტენი (ჰოლანდია)
3 რობიზონ ბეგლარიშვილი (საქართველო)
3 ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)
55 კგ
1 ელიო მანიც (იტალია)
2 ილკინ ბაბაზადა (აზერბაიჯანი)
3 პეტერ მილე (ბრიტანეთი)
3 რუფატ ტაგიზადე (აზერბაიჯანი)
60 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2 ბოგდან იადოვი (უკრაინა)
3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)
3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)
66 კგ
1 აკილ გჟაკოვა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)
2 ელნურ აჰმადლი (აზერბაიჯანი)
3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
3 სტრაინინა ბუნჩიჩი (სერბეთი)
73 კგ
1 რუსლან გოდიზოვი (რუსეთი)
2 ნემანია მაჯდოვი (სერბეთი)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
3 არსო მილიჩი (ჩერნოგორია)
81 კგ
1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
2 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
3 მატიას კუუსიკი (ესტონეთი)
3 მაქსიმილიან შნეიდერი (ავსტრია)
90 კგ
1 კარლენ ფალიანი (რუსეთი)
2 როკას ნენარტავიჩუსი (ლიტვა)
3 დავით რამაზაშვილი (საქართველო)
3 ზელიმ კოტსოევი (უკრაინა)
7 გიორგი გველესიანი (საქართველო)
+90 კგ
1 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)
2 ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
3 ლუკა კუნსზაბო (რუმინეთი)
3 კროიტორუ მირჩეა (რუმინეთი)
გოგონები
44 კგ
1 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)
2 მარინე გილი (საფრანგეთი)
3 სარა ჰერმანი (გერმანია)
3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)
44 კგ
1 ანასტასია ტურჩევა (რუსეთი)
2 რაბია სენიაილა (თურქეთი)
3 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)
3 ამბერ გერსესი (ჰოლანდია)
48 კგ
1 ელუაზ კომბო (საფრანგეთი)
2 ანდრეჟა ლესკი (სლოვენია)
3 მზია ბებოშვილი (საქართველო)
3 კრისტინა შილოვა (რუსეთი)
7 სალომე მარგიანი (საქართველო)
52 კგ
1 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)
2 ფლორ დენ დეკერი (ჰოლანდია)
3 ტეოდორა ბალასოუ (რუმინეთი)
3 ინბალ შემეში (ისრაელი)
7 გურანდა შოთაძე (საქართველო)
57 კგ
1 სტეფანია დობრე (რუმინეთი)
2 იულია ხრამოვა (უკრაინა)
3 ჯუდი კალერი (ბრიტანეთი)
3 გები დე ბი (ჰოლანდია)
63 კგ
1 სზაბინა გერშაკი (უნგრეთი)
2 ლისა მულენბერგი (ჰოლანდია)
3 პატრიცია ბროილ (სლოვენია)
3 ჩიარა კარმინუჩი (იტალია)
70 კგ
1 მარი-ევა გაიე (საფრანგეთი)
2 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
3 ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)
3 ეკატერინა ტოკარევა (რუსეთი)
+70 კგ
1 მორგან დუჩენე (საფრანგეთი)
2 კამილა პასტერნაკი (პოლონეთი)
3 ელეონორა გერი (იტალია)
3 კრისტინა უსოვა (რუსეთი)
საერთო გუნდური ჩათვლა
ვაჟები
ო ვ ბ V VII
1 რუსეთი 4 1 0 2 1
2 იტალია 2 0 0 0 1
3 აზერბაიჯანი 1 2 2 1 1
--------------------------------------------------------------------------
9 საქართველო 0 0 4 0 2
გოგონები
ო ვ ბ V VII
1 საფრანგეთი 3 1 0 1 1
2 რუსეთი 1 0 3 0 1
3 საქართველო 1 0 1









