ესპანური "სევილიის" ხორვატ გამთამაშებელს, ივან რაკიტიჩს ევროპის ლიგის მოგება ძალიან სურს და აცხადებს, რომ ანდალუსიელები მომავალი მატჩისთვის მზად არიან.
"სევილიამ" ევროპის ლიგა 2006 და 2007 წლებში მოიგო. ივან რაკიტიჩი კლუბს 2011 წელს შეუერთდა და ტიტულის მოპოვებით ოცნების ასრულება სურს.
"ყველა მოთამაშემ მოინდომა და ახლა უკვე ფინალში ვართ. წინ დიდი მატჩი გველოდება და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ჩემი ოცნებაა ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვება და არა შორიდან ყურება. ფინალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. - განაცხადა ხორვატმა ფეხბურთელმა. - მატჩის გმირობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. თუ ამაზე ვისაუბრებთ ვიტყვი, რომ ჩვენ გუნდურად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება."
შეგახსენებთ, რომ დღეს ტურინში, ევროპის ლიგის ფინალში, ერთმანეთს ლისაბონის "ბენფიკა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე