ფეხბურთი

13:30 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ ლუკაკუ ჩაიბარა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ ახალგაზრდა ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან გააფორმა კონტრაქტი. ამ ინფორმაციას ორივე მხარე სოციალური ქსელის საშუალებით ადასტურებს.

“ჩემი ახალი აგენტი – მინო რაიოლა”, - დაწერა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა, რომელიც “ევერტონში” იჯარის წესით ასპარეზობს.

ბელგიელის განცხადებას რაიოლაც მალევე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ლუკაკუსთან მართლაც დაიწყო თანამშრომლობა. საგულისხმოა, რომ რაიოლა ისეთი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარიო ბალოტელი არიან.

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.117515
სარეკლამო ადგილი - 99
X x X