ფეხბურთი

11:41 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “ბალოტელი არ იყიდება”

"მილანის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტის განცხადებით, მან ადრიანო გალიანისგან მიიღო გარანტია, რომ ბალოტელი არ გაიყიდება.

ბოლოდროინდელი ჭორების თანახმად, “მილანის” თავკაცებს ყელში ამოუვიდათ ბალოტელის უხეში საქციელი და კლუბი ფეხბურთელის გასაყიდად მზად იყო.

"ბოლო დროს ხმები გავრცელდა, რომ "მილანს" ბალოტელის გაყიდვა სურს, თუმცა გალიანიმ გარანტია მომცა. ფეხბურთელი კლუბში რჩება და მომავალ სეზონში გუნდს დაეხმარება. როდესაც გალიანიმ მითხრა, რომ მარიო “მილანში” რჩება, ძალიან გახარებული ვიყავი. მის მომავალთან დაკავშირებით ზაფხულშიც იყო მსგავსი ჭორები, თუმცა ეს პრობლემა არაა”, _ ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს Calciomercato.

ცნობისთვის, მარიო ბალოტელის "მილანთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

 

გიორგი ბალახაძე

0.130341