ავტოსპორტი

18:45 | 13.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენს და გრონჰოლმს პრობლემები შეექმნათ

შვედეთში სარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონის, ფინელი კიმი რაიკონენის დებიუტი შედგა. მაგრამ მისთვის შვედური რალი პრობლებებით დაიწყო - ხუთი სპეცმონაკვეთის შემდეგ მოწინავე ათეულში მყოფი ფინელი მრბოლი, მე-6 მონაკვეთზე, თავისი ”სიტროენ C4 WRC-ით” გზის მიღმა თოვლის გროვას შეეჯახა.
რაიკონენმა გზის გაგრძელება კი შეძლო, მაგრამ რამდენიმე კილომეტრში ისევ გაჩერდა. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, მან გზა განაგრძო, თუმცა რბოლის ლიდერს, ფინელ მიკო ჰირვონენს ნახევარ საათზე მეტით ჩამორჩა.
რბოლის პირველი დღე პრობლემური გამოდგა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, მარკუს გრონჰოლმისთვისაც, რომელიც მისმა სარბოლმა ”ფორდ ფოკუს ღშ-მა” გააწამა. მანქანას იმავე, მე-6 სპეცმონაკვეთზე, ელექტროსისტემა დაუზიანდა, რაზეც გრონჰოლმმა 10 წუთზე მეტი დაკარგა. მართალია, გრონჰოლმმა შეძლო პრობლემის მოგვარება, მაგრამ სპეცმონაკვეთი მის ფინელ გამარჯვებულ იარი-მატი ლატვალასთან 12 წუთით და 31 წამით გვიან დაასრულა, საერთო კლასიფიკაციაში კი პირველი დღე 29-ე ადგილზე დაასრულა.
შვედეთის რალის პირველი დღის შემდეგ, რბოლას ჰირვონენი ლიდერობს, რომელიც მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლოებს (სიტროენი) 6.2 წამს უგებს. ლიდერთან 10.6-წამიანი ჩამორჩენით, მესამე ადგილი ლოების ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს უკავია.

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091917