ფეხბურთი

12:18 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიკარდს მწვრთნელობა მოსწყინდა

ფრანკ რაიკარდი სამწვრთნელო კარიერას წყვეტს. 51 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა Voetbal International-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საქმეს მინიმუმ ათი წლით ჩამოშორდება და სულ სხვა სპეციალობაზე გადაერთვება.

“მწვრთნელად მუშაობის პატარა სურვილიც კი აღარ შემრჩა. ჩემი მიღწევებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ახლა სულ სხვა რამის კეთება მინდა. მაგალითად, კომენტატორად ან ექსპერტად მუშაობა. ვნახოთ, იქნებ 60 წლის ასაკში ისევ მივუბრუნდე მწვრთნელობას” – განაცხადა რაიკარდმა.

ფრანკ რაიკარდმა მწვრთნელის რანგში პირველი ნაბიჯები ჰოლანდიის ნაკრებში გადადგა. შემდეგ როტერდამის “სპარტა” ჩაიბარა. კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი კი “ბარსელონაში” გაატარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიური კლუბი ოჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა. ბარსელონადან წასვლის შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჯერ “გალათასარაიში” იმუშავა, ბოლოს კი საუდის არაბეთის ნაკრებს ედგა სათავეში.

 

0.097199