ფეხბურთი

11:49 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ეს სამუშაო მხოლოდ ოთხი თამაშისთვის მივიღე”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან გიგზმა, ახალ თანამდებობაზე “ნორვიჩთან” 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან განვლილ თამაშსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“4:0 მოგებით ვისიამოვნე. ეს დიდებული დღეა. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის სასიამოვნოა მატჩის ასეთი ანგარიშით დასრულება. ამ ეტაპზე მომავალზე არ ვფიქრობ და წინ მხოლოდ სამი თამაშია. გასულ კვირაში ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ მომავალთან დაკავშირებით ასე შორს ვერც გავიხედავდი. ახლა მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვფიქრობ და ვცდილობ გუნდი “სანდერლენდთან” მატჩისთვის კარგად მოვამზადო. კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა: “ეს სამსახური მხოლოდ ოთხი თამაშისთვის მიიღე”. ერთი უკვე დასრულდა და დარჩა სამი. ახლა მხოლოდ ამაზე ვახდენ კონცენტრაციას და ვეცდები მაქსიმუმი გავიღო, მერე კი, ვნახოთ რა მოხდება” - თქვა გიგზმა.

მოცემული მომენტისთვის “მანჩესტერი” 60 ქულით მე-7-ე ადგილზეა.

0.127984