ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ნახევარმცველი რაიან გიგზი არ ეთანსხმება მოსაზრებას, რომ მისი გუნდი ნელ-ნელა სუსტდება.
40 წლის უაელსელმა საკუთარი მოსაზრება ESPN-ს გაანდო.
“ჩემთვის გასაგებია, რატომ ფიქრობენ, რომ “მანჩესტერს” ისეთი ჩავარდნა ელოდება, როგორც ერთ დროს “ლივერპულს” ჰქონდა. მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგი ფეხბურთის ჩვენება არ გამოგვდის. თუმცა, საკუთარი გამოცდილებით ვიცი რა შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს, მაშინ, როდესაც ბევრმა იჩქარა და ჩამოგვწერა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს და ეს “ოლიმპიაკოსთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში დავამტკიცეთ. ახლა საჭიროა, რომ ამ დონეზე სტაბილურად ვითამაშოთ. აქ კარგადაა შერწყმული სიჩქარე, ძალა და გამოცდილება და ჩვენ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია. ბოლო დროს იმდენი თამაში არ მიწევს, რამდენიც მსურს და იმედია, სიტუაცია შეიცვლება” - განაცხადა გიგზმა.