ჩოგბურთი

20:35 | 3.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

რაფას საჩუქარი საკუთარ დაბადების დღეს, შემდეგი ვავრინკაა

 რაფა ნადალი თავის დაბადების დღეს კორტზე შეხვდა და საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი მეოთხედფინალში გავიდა. 27 წლის მალიორკელმა მასზე 4 წლით უმცროს იაპონელ კეი ნიშიკორის 6:4, 6:1, 6:3 სძლია. კარიერის განმავლობაში ეს ამ მეტოქეების მეხუთე მატჩი გახლდათ და რაფა კეის “მშრალი ანგარიშით”, 5:0-ს უგებს.

2 საათისა და 4 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში ნადალმა 5 ბრეიკი და ერთიც ეისი შეასრულა. რაფას სამეოთხედფინალო მეტოქე სტანისლას ვავრინკას და რიშარ გასკე შეხვედრამ გამოარკვია. ხუთსეტიანი მატჩი 4 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, ვავრინკამ 6:7, 4:6, 6:4, 7:5, 8:6 მოიგო და მეოთხედფინალში შვეიცარიის 2 წარმომადგენელი ითამაშებს.

 საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან

როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ტომი ჰაასი (გერმანია)

რაფა ნადალი (ესპანეთი) – სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია)

დავიდ ფერერი (ესპანეთი) – ტომი რობრედო (ესპანეთი)

0.066812