ხელის ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სადღეისოდ მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ნომერი რაფა ნადალი კორტს პეკინში, China Open-ის ტურნირზე დაუბრუნდა. სასტარტო მატჩში 28 წლის მალიორკელმა მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო ფრანგ რიშარ გასკეს, მეორე სეტი კი სულაც “მშრალად” მოუგო.
ესპანელისა და ფრანგის დაპირისპირებამ საათსა და 18 წუთს გასტანა. რაფამ 4-4 ბრეიკი და ეისი შეასრულა, გასკესთან ურთიერთდაპირისპირების ანგარიში კი 13:0 გახადა. მერვედფინალში ნადალი ხორვატი ივო კარლოვიჩის მძლეველ გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს შეხვდება.