ჩოგბურთი

23:31 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მორიგი მადრიდული ტრიუმფი

 შარშან საფრანგეთის ღია პირველობის წინ რაფა ნადალმა ბარსელონას, მადრიდის და რომის “მასტერზ1000”-ები მოიგო. წლეულს რაფამ კატალონიის დედაქალაქში ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, კასტილიისა და სრულიად ესპანეთის დედაქალაქში კი გადამწყვეტი მატჩი 3 სეტით იაპონელ კეი ნიშიკორის 2:6, 6:4, 3:0 მოუგო. მესამე პარტია ამომავალი მზის წარმომადგენელმა ვერ დაასრულა და ჩემპიონადაც მალიორკელი გამოცხადდა.

ჯერ კიდევ ფინალამდე ნიშიკორი აცხადებდა, დავიდ ფერერთან ნახევარფინალის მსვლელობისას ზურგის არეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი და შესაძლოა, გადამწყვეტ მატჩში ნადალის წინააღმდეგ სულაც არ ვითამაშოო. საბოლოოდ, ექიმებმა აზიელს კორტზე გასვლის ნება მისცეს, თუმცა, კეიმ მატჩის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შეძლო.

ფინალში მარცხის მიუხედავად, ხვალ გამოსაქვეყნებელ რეიტინგში ნიშიკორი მოწინავეთა ათეულში იქნება.

დღევანდელ ფინალში ნიშიკორიმ პირველი სეტი მოიგო, მეორეს თავდაპირველად ბრეიკით იგებდა, საბოლოოდ კი ზურგის ტრავმის გამო შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო. ნადალისა და ნიშიკორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 7:0 გახდა.

საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში რაფამ 27-ე ”მასტერზ1000” მოიგო და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მეორე ადგილზე 21 გამარჯვებით როჯერ ფედერერია.

0.112762