სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

15:44 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მესამე ფინალი მელბურნში

 მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი რაფა ნადალი მესამედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 2009 წელს იგი წლის პირველი სადიდსლემო ტურნირის ჩემპიონი გახდა, კვირას კი შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთხელ შეეცდება ავსტრალიის პირველობაზე გამარჯვებას. ფინალში კი რაფა 32 წლის როჯერ ფედერერის დამაჯერებელი ძლევით 7:6, 6:3, 6:3 გავიდა.

დღევანდელმა ნახევარფინალმა 2 საათსა და 23 წუთს გასტანა. 27 წლის ესპანელმა ამ სათამაშო დროის განმავლობაში 4 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა, ფედერერთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 23:10 გახადა. დიდი სლემის ასპარეზობებს რაც შეეხება, ამ შეჯიბრებებზე რაფა მეთერთმეტედ შეხვდა როჯერს და მეცხრედ მოახერხა შვეიცარიელის დამარცხება.

ნადალი მეცხრამეტედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. რაფას აქტივში 13 დიდი სლემის შეჯიბრების საჩემპიონო ტიტულია. ვავრინკასთან დაპირისპირებებს რაც შეეხება, ნადალი 12-ჯერ შეხვდა სტანისლასს და თორმეტივეჯერ მოახერხა მისი დამარცხება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11891