ჩოგბურთი

23:48 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფას 26-ე “მასტერზ1000” და ნახტომი რეიტინგში

რაფა ნადალმა ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ფინალში ამერიკელ ჯონ იზნერს 7:6, 7:6 მოუგო, კარიერის განმავლობაში ამ ტიპის 26-ე ტურნირი მოიგო და ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის წინ ზედიზედ 2 “მასტერზ1000”-ის ჩემპიონი (გასულ კვირას რაფამ მონრეალშიც იმარჯვა) გახდა. ოჰაიოს შტატში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ ნადალი მსოფლიო რეიტინგში მეორე საფეხურამდე დაწინაურდება.

ცინცინატის ფინალს რაც შეეხება, რაფამ ორივე სეტი ტაიბრეიკით მოუგო 28 წლის ჯონ იზნერს და ამერიკელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:0 გახადა.

ცინცინატიში ნადალმა პროფესიული კარიერის განმავლობაში 59-ე ტიტული მოიგო, წლევანდელ სეზონში კი მეცხრე შეჯიბრებაში იმარჯვა. ოჰაიოს შტატის შეჯიბრებაზე გამარჯვებამ კი მალიორკელს 583800 დოლარი და ათასი სარეიტინგო ქულა შესძინა.

 

0.73299