ჩოგბურთი

21:15 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ მერვე საროლანგარო ტიტულს დაუმიზნა

რაფა ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ოთხსაათნახევრიან მატჩში რეიტინგსიის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ გავიდა. შარშანდელი “როლანდ გაროსის” ფინალისტები წლეულს ნახევარფინალში “გავიდნენ ერთმანეთზე” და როგორც გასულ წელს, ამჯერადაც მალიორკელმა იმარჯვა - 6:4, 3:6, 6:1, 6:7, 9:7.

მატჩი გულშემატკივრებისთვის მეტად საინტერესოდ წარიმართა. რაფამ 8 ბრეიკი და 6 ეისი განახორციელა და ჯოკოვიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში 20:15 გახადა.

“როლან გაროსის” შვიდგზის ჩემპიონმა რაფამ საფრანგეთის ღია პირველობაზე თავისი 58-ე მოგება იზეიმა და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერსა და არგენტინელ გილერმო ვილასს გაუსწორდა. ნადალს ბულონის ტყის კორტებზე ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი – 2009 წელს მალიორკელს მეოთხე წრეში შვედმა რობინ სოდერლიგმა მოუგო.

0.260972