ჩოგბურთი

11:01 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ და სერენამ მხოლოდ 3 გეიმი დათმეს

აშშ-ის ღია პირველობის ფავორიტები სერენა უილიამსი და რაფა ნადალი მესამე წრეში დამაჯერებლად გავიდნენ. როგორც შარშანდელი შეჯიბრების ჩემპიონმა სერენამ, ასევე რაფამ მხოლოდ 3 გეიმი დაუთმეს მოწინააღმდეგეებს. უილიამს-უმცროსმა გალინა ვოსკობოევას 6:3, 6:0 სძლია, ნადალმა კი ბრაზილიელ როჟერიუ დუტრა და სილვას 6:2, 6:1, 6:0 მოუგო. მესამე ეტაპზე სერენა ყაზახეთის სახელით მოთამაშე იაროსლავა შვედოვას შეხვდება, რაფას სამესამეწრეო ოპონენტი კი ხორვატი ივან დოდიგი იქნება.

ქალთა რეიტინგსიის ლიდერმა უილიამსმა კლასიფიკაციის 77-ე ნომერ, 28 წლის ვოსკობოევას დამარცხებას საათი და 9 წუთი მოანდომა. სერენას აქტივში 5 ბრეიკი და 4 ეისია. იგი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა ვოსკობოევას და მეორედაც მოუგო.

მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნადალმა 134-ე პოზიციაზე მყოფ ბრაზილიელთან პირველად შეხვედრისას 9 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა და მესამე წრეში იოლად შეაბიჯა.

 

0.123518