მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი 26 წლის ესპანელი რაფაელ ნადალი აგრძელებს წარმატებულ სვლას ბარსელონაში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე. მეოთხედფინალურ ეტაპზე, რაფამ ძალზედ იოლად გაანადგურა თანამემამულე ალბერტ რამოსი 6:3, 6:0 და ნახევარფინალურ სტადიას უწია.
შეხვედრა სულ რაღაც 66 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნადალმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ დაუთმია. რაფაელმა მთელი მატჩის განმავლობაში 1 ეისი ჩააწოდა, მისმა მოწინააღმდეგემ კი თავი ერთადერთი ორმაგი შეცდომით “გამოიჩინა”.
ბარსელონას ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული ნადალი მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ 3 სეტში დაამარცხა კიდევ ერთი ესპანელი – 30 წლის ტომი რობრედო 6:7, 6:3, 7:6.