რეიტინგსიის მეორე ნომერმა რაფა ნადალმა ხელის ტრავმის გამო ტორონტოსა და ცინცინატის შეჯიბრებები გამოტოვა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო კურსს გადის და ესპანურ რადიოს Ultima Hora-ს თავისი სამომავლო გეგმა გააცნო.
“სამშაბატს ბარსელონაში ჩავალ, მორიგ სამედიცინო შემოწმებას გავივლი, ხუთშაბათს კი საბოლოო პასუხს გამოვაცხადებ - ვითამაშებ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე”, - განუცხადა მალიორკელმა ხსენებული რადიოს კორსპონდენტს.