ჩოგბურთი

9:42 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს

 

რაფა ნადალმა მონრეალისა და ცინცინატის „მასტერზ1000“-ები მიჯრით მოიგო, რითაც ჩრდილოამერიკული ტურნირების US Open Series-ს გამარჯვებული გახდა და თუკი მომავალ აშშ-ის ღია პირველობაზე ჩემპიონობას მოიპოვებს, საპრემიო მილიონ დოლარსაც დაიმსახურებს.

27 წლის ესპანელმა პრემია მას შემდეგ გაინაღდა, რაც სერიაში მეორე ადგილზე მყოფმა ჯონ იზნერმა უინსტონ-სეილემში თამაში იუარა. ასე და ამგვარად, თუკი რაფამ აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, 3 მილიონ 600 ათასს დოლარს (2600000 დოლარი დიდი სლემის ტურნირის მოგებისთვის პლუს მილიონი პრემია) მიიღებს და ერთ შეჯიბრებაზე გამომუშავებული თანხის რეკორდსაც დაამყარებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ღია ჩემპიონატი სტარტს 26 აგვისტოს აიღებს.

0.112863