ამერიკის შეერთებული შტატების სპორტის აკადემიამ ტელეარხ NBC Sports-ის მეშვეობით ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა გახლდათ. გამოკითხვა 1-20 დეკემბერს მიმდიანრეობდა. მამაკაცთა შორის უძლიერესად ესპანელი ჩოგბურთელი რაფა ნადალი აღიარეს, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ არგენტინელ ფეხბურთელ ლეო მესის ხმათა საკმაოდ სოლიდური სხვაობით გაასწრო.
ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, პირველობა კი სამხრეთკორეელ ყინულზე ფიგურულ მოციგურავე იუნე კიმს მიანიჭეს.
ანალოგიური გამოკითხვა ჩაატარა Associated Press (AP)-მა. ამ სააგენტოს ვერსიით, პლანეტის 2013 წლის უძლიერესი სპორტსმენი სერენა უილიამსია. უილიამს-უმცროსს ანალოგიური აღიარება 2002 და 2009 წლებშიც ჰქონდა. შეგახსენებთ, წლეულს სერენამ 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის იმარჯვა “როლან გაროსზე”, აშშ-ის ღია პირველობასა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე.
რაფა ნადალი და სერენა უილიამსი 2013 წლის უძლიერესი სპორტსმენები გახდნენ ყოველდღიური ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგადაც.