ჩოგბურთი

21:11 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ცხრაგზის “მუშკეტერია”!

 რაფა ნადალმა მეცხრედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, სადიდსლემო ტურნირებზე კი მეთოთხმეტედ იზეიმა საჩემპიონო წოდების მოპოვება. დღევანდელ ფინალში მალიორკელმა 3:6, 7:5, 6:2, 6:4 მოუგო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და კლასიფიკაციაშიც პირველი პოზიცია შეინარჩუნა. რაფა უკვე ზედიზედ 36 კვირაა რეიტინგსიას სათავეში უდგას, სულ კი პირველ პოზიციაზე 139 კვირის განმავლობაში იყო.

ნადალისა და ჯოკოვიჩის დღევანდელმა ფინალმა 3 საათსა და 30 წუთს გასტანა. რაფამ 3 ეისი და 6 ეისი შეასრულა, ნოვაკთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 23:19 გახადა. ნადალმა მეტად წარმატებული საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 64-ე ტიტული მოიხვეჭა.

რაფას “როლან გაროსის” მოგებისთვის განკუთვნილი “მუშკეტერის თასი” ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა ბიორნ ბორგმა გადასცა, რომელსაც თავის მხრივ ექვსჯერ მოუგია საფრანგეთის ღია პირველობა.

წარმატებულად ჩატარებული ფინალის შემდეგ ნადალმა ჯოკოვიჩს “მოუბოდიშა”, დიდ პატივს გცემ, მაგრამ ჩოგბურთი ჩოგბურთია და მეტად მნიშვნელოვანი მოგებისთვის ფრიად მოტივირებული ვიყავიო. რაფამ ისიც განაცხადა, ტრავმით გამოწვეული ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ დღევანდელი მოგება ორმაგად სასიხარულოაო.

მალიორკელისგან განსხვავებით, სრულიად საპირისპირო ხასიათზე იყო ნოვაკ ჯოკოვიჩი. ბელგრადელმა ბევრი არ ისაუბრა, მაყურებელსა და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადა და დასძინა, მომავალ წელს “როლან გაროსის” მოგებას აუცილებლად შევეცდებიო.

0.132014