ფეხბურთი

12:11 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “შედეგი კანონზომიერია”

 

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რაფა ბენიტესმა, ევროპის ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში შვეიცარიის “ბაზელთან” გამარჯვების შემდეგ (3:1), განაცხადა, რომ შედეგი კანონზომიერი იყო.

“მუდმივად ვამბობ, რომ “ჩელსიში” საკუთარი მოვალეობის პროფესიონალურად შესასრულებლად მივედი. გუნდმა ეს შედეგი თავისი მუშაობით დაიმსახურა. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეორეში ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭიროო იყო. სამი გოლის გატანის შემდეგ, მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მივიყვანეთ” – იუწყება ბენიტესის სიტყვებს BBС- იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალში 15 მაისს “ჩელსი” პორტუგალიის “ბენფიკას” შეხვდება.



0.113819