სერბეთის ნაკრების ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ, შესაძლოა, კარიერა ევროპის რომელიმე კლუბში გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რადულიცა “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო, მცირე ხნის წინ კი, გაცვლის შედეგად, “ლოს ანჟელეს კლიპერსში” აღმოჩნდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაითხოვეს.
წინა სეზონში სერბმა კალათბურთელმა 48 მატჩი ჩაატარა, თუმცა, სასტარტო ხუთეულში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა და საშუალოდ 3.8 ქულას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად რადულიცა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც მისი საშუალო მონაგარი 14.2 ქულა და 4.8 მოხსნაა.