ფეხბურთი

10:25 | 23.09.2014 | ნანახია 983 - ჯერ

რა შუაშია მაგათი და ყველი?

ის, რომ გერმანელი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ფეხბურთელებს უცნაურად ექცევა და ექიმების საქმეშიც ერევა, ახალი ამბავი არაა. მაგალითად, ული ჰიონესს აქვს ნათქვამი, გერმანიაში ყველამ იცის ვინცაა მაგათი, ამიტომაც მას ბუნდესლიგის კლუბი მწვრთნელად არ მიიწვევსო. “რკინის ფელიქსი” შარშან მიიწვიეს “ფულემში”, სადაც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა, ეს სეზონი კი ახალი დაწყებული იყო, რომ მოხსნეს...

საინტერესო ისტორიები ჰქონდა მაგათს ლონდონურ კლუბში: გუნდის წამყვანი ფეხბურთელი დენი მერფი აცხადებდა, რომ გერმანელმა მწვრთნელმა მის თანაგუნდელ ბრედ ჰანგელანს ბარძაყის ყველით მკურნალობა დაავალა. მოგვიანებით ეს ჰანგელანდმაც გაამხილა – მაგათი უცნაური მეთოდებით მკურნალობას მაძალებდაო.

მაგათმა კი სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა: “ჰანგელანთანთან დაკავშირებული ისტორია ტყუილია. ექიმების კომპეტენციაში არასოდეს ჩავრეულვარ, ეს ჟურნალისტებმა გააბუქეს. უბრალოდ, ჰანგელანს ვურჩიე, რომ ძველი ხალხური მეთოდებით ემკურნალა, ესაა და ეს”.

ილია კახელიშვილი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:44 | 28.02.2014
იკა..იუვე..10 (4132)

ბარსა, რომა, მილანი, აიაქსი და ეხლა ლივერპულს მოუნდა..
აი მართლა ვერ ვხვდები ვინ აგიპნოზებს ამ გუნდებს რატომ უნდათ კრკიჩის დამატება
რეალურად ზალიან დაბალი დონის ფეხბურტელია, მე ლიჩნად ტალანტით ჭანტურია მირჩევნია თან გაცილებით, დავიჯერო ესპანელი როა იმიტო იგიჟებენ თავს გუნდებიი

15:04 | 28.02.2014
nufiko (489)

კარგი მენეჯერი ყავს, რომელიც არწმუნებს კლუბებს რომ გამოადგებათ..

13:12 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

არადა კარიერა რა კარგად დაიწყო ...

13:09 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

სურათს რომ შევხედე ის ანეკდოტი გამახსენდა. "ია... ენძელა!"

12:48 | 28.02.2014
dinamo11 (1009)

აუ კარგი რა ლივერ აიქსში არის ეს ბიჭი სრულიად უსარგებლო და პრემიერლიგაში რაღა უნდა ქნას...

12:48 | 28.02.2014
geomadridista (2311)

არაა ეს ბარსას ლეგენდაა ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა)

12:31 | 28.02.2014
მადრიდისტა (17021)

აიაქსი ხო ააშენა ახლა ლივერპულის ჯერია

12:28 | 28.02.2014
ბარსა La Albiceleste (5560)

გვიჩუქნიაააა )))0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070083
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
983