უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ანატოლი პოპოვი ყირიმული კლუბების რუსეთის ჩემპიონატში გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
შეგახსენებთ, ყირიმში გამართული რეფერენდუმის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "სევასტოპოლის" პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასილნიკოვმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან რუსეთის ჩემპიონატში თამაში სურს და ამასთან დაკავშირებით ფიფასა და უეფაში ოფიციალური წერილების გაგზავნას აპირებს.
“ამჟამად არც ერთი ოფიციალური წერილი არ არსებობს. ჩვენთვის არც კლუბებს მოუმართავთ და არც მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს. როგორ გავაკეთო კომენტარი “სევასტოპოლისა” და “ტავრიას” პრეზიდენტების განცხადებებზე, როდესაც ეს ადამიანები რუსეთისკენ თავქუდმოგლეჯილები გარბიან. მათ საქციელს ვერ განვსჯი, მაგრამ საბედნიეროდ, იურიდიულად არავითარი ძალა არ აქვთ. ყირიმის კლუბებს რუსეთის ჩემპიონატში თამაშის ნებას არავითარ შემთხვევაში არ მვცემთ” – უთხრა ანატოლი პოპოვმა უკრაინულ სპორტულ გამოცემებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია