ლანჩხუთის “გურიაში” კვლავაც გაუგებრობაა. 15 იანვრამდე დასაფარი დავალიანება კლუბმა მოგვიანებით გადაიხადა, ოღონდ კითხვის ნიშნები დარჩა – თანხა ბოლომდე არაა გასტუმრებული და ფეხბურთელები სავარჯიშოდ არ ჩადიან. არადა, ამ დროს სხვა უმაღლესლიგელი გუნდები თამაშებს ატარებენ, შეკრება დაგეგმილი აქვთ და სპარინგ-მეტოქეებიც შერჩეული ჰყავთ უცხოეთში. “გურია” კი, თამაშებს და უცხოურ შეკრებას ვინ ჩივის, საერთოდ არც შეკრებილა...
“5 თვის ხელფასი და 3 მატჩის პრემია იყო გასასტუმრებელი. 4 თვისა მოგვცეს და პრემიები არ გაუსტუმრებიათ. გასაგებია, რომ იურიდიულად კონტრაქტში პრემიები არ იყო დაწერილი, მაგრამ ხელფასი რატომ დაგვაკლეს? ადამიანურად ამდენ ხანს ვითმენდით. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, გავდიოდით მოედანზე და ექვსეულშიც ვართ. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყოთ, ხელფასი დაგვაკლეს. სავარჯიშოდ მანამდე არ ჩავალთ, სანამ ამ ერთი თვის ხელფასს ბოლომდე არ გაისტუმრებენ. აქ დღგ-ის თანხაზეა ლაპარაკი, ჩვენ ჩამოგვეჭრა ეს თანხა და სრულად ვერ ავიღეთ. ერთიც არის: ხელმძღვანელობამ ბაკურიანის შეკრება დაგეგმა, თურქეთის შეკრებაც თითქმის გადაწყვეტილიაო და რით? შეკრების ფული თუ აქვთ, ჯერ ბოლომდე გაგვისტუმრონ” – ასეთია ფეხბურთელების საერთო პოზიცია.
კიდევ ერთი მომენტია: ხელმძღვანელობასაც თანხის პრობლემა აქვს, რადგან წინამორბედისგან დავალიანება დახვდათ და იმას იხდიან, ბანკმა კი ეს თანხა (400 000 ლარი) გაყინა. მოკლედ, ჩიხია და ამ შემთხვევაში როგორი იქნება კლუბის მომავალი, გაურკვეველია.
ფეხბურთელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ თანხის გასტუმრებამდე, სავარჯიშოდ არ ჩავლენ. ხელმძღვანელობა მათ მოუწოდებს, რომ მზადება დაიწყონ და ყველაფერი მოგვარდება, თუმცა ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ეს დაპირება ვერ შესრულდება. სავარაუდოდ, ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვა კლუბს მოძებნიან, “გურიას” დატოვებენ, ხოლო ვინც ვერ მოძებნის, შესაძლოა, დაბრუნდეს ლანჩხუთში. ეს უკვე ვარაუდებია.
ასეთ შემთხვევაში მწვრთნელია ცოდო. რა უნდა ქნას დავით მახარაძემ? გასაგებია, რომ “გურია” ჩემპიონატს ჩაამთავრებს, მაგრამ რა შედეგი უნდა მოსთხოვო მწვრთნელს, რომელსაც იანვრის ბოლო რიცხვებში გუნდი ვერც კი შეუკრებია? არ იცის, როდის შეიკრიბება გუნდი, ფეხბურთელთა კონტიგენტი როგორი იქნება და ასე შემდეგ. შეთამაშებაზე და ტაქტიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი რა ბეპე,კაი რა
რა დაგტანჯა ამ ტრამვებმა და არ გაგახარა რაა
მაგარი უიღბლო იგროკია,მერამდნე ტრავმაა კაცმა არ იცის უკვე...
)
კაროჩე ბედმა ესე როგორ უნდა გაგწიროს ყველაფერი გქონდეს და ვერ იყენებდე არადა რა მაგარია ტიპი
Magari nebisyofa aqvs juzepes. . Bevri amis adgilas daasrulebda karieras
აუ ტიპი ძალიან ცოდოა, შე ვე ცი რობენს ამას რო ტრავმები არ ჰქონდეს
Robensac ar aklia travmebi. . .
აუ რა ტეხავს, ცოდოა.
ეს იქნებოდა დარწმუნებული ვარ მსოფლიოს 3 საუკეთესო თავდამსხმელს შორის თავისუფლად მარა ბედიღბალიც გინდა კაცს
მაგრად ტეხავს იმენა ტრამვებმა დატანჯეს
მაგრად გამიტყდა რა მართლა საცოდაობაა უკვე რამდენი შეეძლო ამ წლებში კიდე