გიორგი ქვილითაიას უნგრეთში სამუშაო ვიზა არ აქვს და ამიტომაც ვერ მოხვდა “დიორის” განაცხადში. საუბარია გასული ტურის მატჩზე. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა დიორელთა ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.
“სამუშაო ვიზაზე მუშაობა მიმდინარეობს. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება. მანამდე კი, უვიზობის მიუხედავად, მეორე გუნდში თამაშის უფლება მომცეს. ვარჯიშით ჩვეულებრივ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მერე კი, იმედია, თამაშიც მომიწევს”.