ფეხბურთი

16:13 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია “უიპეშტში” ვარჯიშს აგრძელებს

როგორც უკვე ვწერდით, 20 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია უნგრულ “უიპეშტში” ვარჯიშობს. “მეხელენთან” 1:1-ი შემდეგ, “უიპეშტმა” ორი 45-წუთიანი მატჩი გამართა: გერმანულ “კარლ ცაისთან” 0:0 ითამაშა, ესპანურ “ალკორკონთან” კი 0:1 წააგო. ქვილითაია “კარლ ცაისთან” 35-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო ესპანელების წინააღმდეგ ბოლომდე ითამაშა.

გიორგის უნგრულ კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ბელგიური შეკრების შემდეგ გადაწყდება. აქვე ვთქვათ, რომ “კარლ ცაისში” ითამაშა პატრიკ მილხრაუმმა, რომელმაც 2012-2013 წლების სეზონი ჯერ “ზესტაფონში”, შემდეგ კი თბილისის “დინამოში” გაატარა.

0.113646