ფეხბურთი

17:47 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია “დიორში” 2017 წლამდე დარჩება

უნგრულმა საფეხბურთო კლუბმა “დიორმა” ქართველი თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

“დიორის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 21 წლის ქვილითაიამ უნგრელებთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შარშან გაზაფხულზე, ის “დიორში” იჯარით იმყოფებოდა და პირველ გუნდში 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლშემადგენლობაში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილაში” ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

“სახლში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვგრძნობ, რომ ფორმაში ისევ შევდივარ. მსურს გუნდს დავეხმარო. “დიორში” დაბრუნება სასიამოვნოა, რადგან ამ კლუბში საუცხოო პირობებია და საქმეს სერიოზულად უდგებიან. სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ადვილი არ იქნება, რადგან გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. თუმცა, შანსი თუ მომეცემა, მის გამოყენებას შევეცდები” – განაცხადა ქვილითაიამ, რომელიც “დიორში” 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.119152