პირველ ეტაპზე ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, “სიონმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2:0 მოიგო. ამჯერად, ბოლნისელებმა რუსთაველებს იგივე ანგარიშით “მიხეილ მესხის” მთავარ არენაზე აჯობეს.
შეხვედრა საკმაოდ უინტერესო აღმოჩნდა. გუნდები დაბალ ტემპში თამაშობდნენ და ორივე კართან რეალური სახიფათო მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს შანსი გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ, რუსთაველმა მცველმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა.
საწყის 15 წუთში მეტოქეებმა დარტყმები გაცვალეს. ჯერ ზვიად ლობჟანიძემ შეუტია საჯარიმოს გარედან და გრიგოლ ბედიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. შემდეგ, დენის დობროვოლსკიმ საშუალო მანძილიდან “გაისროლა” და მირზა მერლანმა გაჭირვებით, მაგრამ ხიფათი მაინც გაანეიტრალა.
ტაიმის შუაწელში ლადო ახალაია რუსთაველთა ნახევარზე ორ სტუმარ ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში, მარცხნიდან დავით საჯაიას ჩამოწოდების მერე, “სიონის” საჯარიმოში ბურთი გიორგი ქავთარაძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით მიზანს დიდი მანძილით ააცილა.
39-ე წუთზე, მარცხნიდან გიორგი კახელიშვილის პასის მერე, “სიონის” შეტევა სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლობჟანიძემ დაასრულა , რომლის დარტყმული ბურთი კარის ახლოს მდგომმა მერაბ გიგაურმა მოიგერია. შესვენებამდე ორი წუთით ადრე, მარჯვენა ფლანგზე გახსნილმა ლადო ახალაიამ ლობჟანიძისგან პასი მიიღო და ორ მცველს შორის მოქცეულმა “მეტალურგის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა კახელიშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბედიაშვილმა ბურთი უხერხულოდ მოიგერია, ხოლო კართან ახლოს მყოფმა ლობჟანიძემ თავით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, რომ მარჯვენა ფლანგიდან დაჩი ფოფხაძის ჩამოწოდების მერე, ვარლამ კილასონიას მოგერიებისას ბურთი მოეჭრა და საკუთარ კარში გაიტანა – 2:0.
63-ე წუთზე, ჯაბა უგულავა რუსთაველთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გვერდი აუარა, მაგრამ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბედიაშვილს ვერ გაუტანა. 10 წუთში, დობროვოლსკიმ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა და ბოლნისელთა საჯარიმოში მდგომმა გიორგი ქავთარაძემ მეტოქის მცველ პაატა თოთაძესთან ორთაბრძოლაში თავით არაზუსტად დაარტყა.
76-ე წუთზე, ისევ ქავთარაძემ იაქტიურა და საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა მერლანს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. “სიონის” საპასუხო იერიშის დროს, უგულავამ რუსთაველთა საჯარიმოში კვლავ მარცხნიდან შევიდა და ბედიაშვილმა კარი არც ამჯერად დაანება. 88-ე წუთზე, გოგობერიშვილი მეკარესთან მარტო უგულავას ტოვებდა, მაგრამ თითქმის საჯარიმოს ხაზამდე ამოსულმა ბედიაშვილმა დაასწრო და ბურთს დაეუფლა. 90-ე წუთზე, ჩირგაძემ მარცხნიდან კუთხური ჩამოაწოდა და “სიონის” საჯარიმოში თავით ბესიკ ჩიმაკაძემ ითამაშა, ბურთი კი, მიხეილ მახვილაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულს მოწინააღმდეგის მცველები გადაეფარნენ, ხოლო მეორედ ექვთიმიშვილმა დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ უწია.
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
3 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, თოთაძე, აბრამიძე, გოგობერიშვილი, სვანიძე (კ), ცხადაია (სამხარაძე, 73), კახელიშვილი (კანდელაკი, 78), ახალაია (უგულავა, 55), ზვიად ლობჟანიძე, აფციაური.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.
მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე (ჩიმაკაძე, 57), მახვილაძე (კ), ქავთარაძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია კაკაშვილი (მიქაბერიძე, 46), ჩირგაძე, დობროვოლსკი, სეთურიძე (ექვთიმიშვილი, 67), მერაბ გიგაური.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში).
გაფრთხილება: კილასონია (31), ფოფხაძე (48), აფციაური (65), გოგობერიშვილი (69).
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია.
| 1 | დინამო (თბ) | 24 | 17 | 3 | 4 | 55:17 | 54 |
| 2 | ზესტაფონი | 24 | 13 | 4 | 7 | 32:16 | 43 |
| 3 | სიონი | 24 | 11 | 6 | 7 | 31:24 | 39 |
| 4 | ჩიხურა | 24 | 11 | 5 | 8 | 41:37 | 38 |
| 5 | მეტალურგი | 25 | 10 | 6 | 9 | 28:29 | 36 |
| 6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |





