ჩოგბურთი

12:01 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქველმოქმედი როჯერი

 სადიდსლემო შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობით მომგები როჯერ ფედერერი აღმოსავლეთგერმანიის ქალაქ ჰალეში იმყოფება და იქაური ტურნირის მეორე წრეში ალემან სედრიკ-მარსელ შტებეს შეხვდება. გუშინ კი ფედერერი შეჯიბრების დირექტორ რალფ ვებერთან ერთად ბილეფელდის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა.

წლეულს 10 წელი შეუსრულდა როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდს და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შვეიცარიელმა 5 ათასი ევრო გადასცა ბილეფელდელთა ჰოსპიტალს.

“მომავალ წელს ამ საავადმყოფოში ჩემი პალატა გაიხსნება და ამ ოთახში მოთავსებულ პაციენტებს მკურნალობის თანხას ჩემი ფონდი გადაურიცხავს. ჩემმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბევრი გააკეთა, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჟამად მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ”, - განაცხადა ფედერერმა.

0.118256