ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) თამაშობდა, ერთბაშად 2 ტიტულის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში ქვაცაბაიამ ჩერნოგორიელ ანა ვესელინოვიჩთან ერთად იმარჯვა, რასაც ერთეულებში მოგებული ტიტულიც დაამატა.
მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ მატჩში კი მე-8 რეიტინგის მქონე ანასტასია პრიბილოვასთან პირველი სეტი “მშრალზე” დათმო, საბოლოოდ კი, რუსს 0:6, 6:1, 6:2 სძლია.