ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.
მეოთხედფინალში სოფომ გერმანელი კრისტინა შაკოვეცი 6:4, 6:2 დაამარცხა, ფინალში გასასვლელად კი რუმინელ ირინა მარია ბარას შეერკინება.
ტურნირს გამოეთიშა მე-3 ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძე, რომელმაც მე-7 რეიტინგის მქონე სლოვაკ ლენკა ჟურიკოვას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 3:6.
ეს უკანასკნელი ნახევარფინალში რუმინელ პატრისია მარია ტიგს დაუპირისპირდება.