ჩოგბურთი

16:36 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია მეოთხედფინალშია, მეტრეველი გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.

მე-3 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ ბელარუსი ვიკტორია მუნი იოლად – 6:0, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურს მე-7 ნომრად მიჩნეულ ყაზახ ალექსანდრა გრინჩიშინას გაეჯიბრება.

სამწუხაროდ, ქართველთა გარეშე გაგრძელდება შიმკენტისვე ვაჟთა ტურნირი. მე-8 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ ლეონ შუტთან 6:7 (3:7), 6:4, 3:6 წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.

0.12417