ჩოგბურთი

13:36 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია კიდევ ერთ ასტანურს შეუტევს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რჩება სოფო ქვაცაბაია, რომელმაც გასულ კვირაში 10-ათასიანი ტურნირი მოიგო და ახლა, ძალებს კიდევე ერთ ანალოგიურ შეჯიბრში მოსინჯავს.

სოფო მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველი შეხვედრა რუსი მარია ცაკანიანის წინააღმდეგ ელის.

უნგრეთის ქალაქ შიოფოკში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა ეკატერინე გორგოძე, თუმცა, წარუმატებლად.

კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი საქმეში პირდაპირ მე-2 რაუნდიდან ჩაება, მაგრამ სლოვენიელ ნინა პოტოჩნიკთან 6:7 (4:7), 6:2, 3:6 დამარცხდა.

წყვილებში გორგოძეს და უკრაინელ განა პოზნიხირენკოს მე-4 განთესვა გააჩნიათ და საწყის წრეში რუმინელ ანა ბოგდანის და თურქ პემრა ოზგენს გაეჯიბრებიან.

ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში 15-ათასიან ტურნირში ჩაებმება მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

0.104572