ჩოგბურთი

13:04 | 20.11.2013 | ნანახია 766 - ჯერ

ქვაცაბაია ანტალიის ტურნირს გამოეთიშა

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-8 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ დიანა ბუზეანს დაუპირისპირდა და 2:6, 2:6 დამარცხდა.

თავის მხრივ, ჯერაც ჩასატარებელი აქვს პირველი წრის შეხვედრა მე-2 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეს. მისი მეტოქე ბელარუსი დარია საპოგოვა იქნება.

წყვილებში მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ და ჩეხმა მარტინა პრადოვამ თურქულ დუეტს (გიზემ მელისა ატესი-ირემ ტალია კოკენი) 6:0, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში რუმინელ ბიანკა ჰინჩუს და იაპონელ კიოკა ოკამურას გაეჯიბრებიან.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში გერმანელ მარვინ ნეტუშილს ეთამაშება მე-3 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 20.11.2013
ალექსანდრე (6188)

რა გჭირთ ასეთი? ვიტამინები გაკლიათ თუ ვარჯიში გეზარებათ?

17:47 | 20.11.2013
ukleba (17336)

რატომ სოფო რატოომ ))

0.131056