ჩოგბურთი

16:02 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია წარმატებულად თამაშობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი), სადაც მას ერთბაშად 2 ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.

ერთეულთა ტურნირში მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში რუსი ანა გრიგორიანი 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ კატია მალიკოვას 6:3, 6:3 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-5 რეიტინგის მქონე უზბეკ ვლადა ეკშიბაროვას აჯობა – 6:2, 1:6, 6:2.

ნახევარფინალში სოფოს მეტოქე ჩერნოგორიელი ანა ვესელინოვიჩი იქნება, რომელიც უმთავრეს ფავორიტად არის შერაცხული. ფინალის მე-2 საგზურისთვის რუსები – ანასტასია პრიბილოვა (მე-8) და იულია ბრიზგალოვა იბრძოლებენ.

ასტანაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი რუს ალექსანდერ ვასილენკოსთან 5:7, 3:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში გიორგი ჯავახიშვილმა და გიორგი ცივაძემ მე-2 ნომრად განთესილ რუსულ-უზბეკურ დუეტს (ფუფიგინი-შოფაიზიევი) 2:6, 7:6 (7:4), 10:8 სძლიეს, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე რუსებს (ელისტრატოვი-პოლიაკოვი) ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 1:6.

0.108347