საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში, “ქუთაისი” “რუსთავს” მასპინძლობდა. ყველას მოეხსენება, ეს გუნდები გასული გათამაშების პლეიოფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და რიონისპირელებმა დაძაბულ პაექრობებში გამოთიშეს ასპარეზობას საკმაოდ ძლიერი მეტოქე. დღეისათვის, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი გახლავთ რუსთაველთა გუნდში, რომლის თავკაც ოთარ ხმელიძეს, ახალგაზრდებთან უწევს მუშაობა. მართალია, ეს ბიჭები ცდას და მონდომებას არ აკლებენ, მაგრამ ჯერჯერობით, მათ საკმაო დრო დაჭირდებათ იმისთვის, რათა ტოლსწორად შეძლონ ისეთ კოლექტივთან თამაში, როგორიც საკალათბურთო გუნდი “ქუთაისია”.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ქუთათურებმა თავიდანვე 11:0 გაქცევა მოუწყვეს სტუმრებს, ხოლო მეოთხედი 24:5 მოუგეს. დროის ამ პერიოდში, ძალზე ნაყოფიერად გაისარჯა ქუთაისელთა ახალწვეული აკაკი დვალიშვილი, რომელმაც თავისი სადებიუტო მატჩი მშვენივრად დაასრულა ქუთაისურ არენაზე: აკაკიმ 21 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. რაც ყველაზე მეტადაა აღნიშვნის ღირსი, ეს გახლავთ მისი სიზუსტე. დვალიშვილმა თამაშიდან 10-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს და აქედან 9-ჯერ ზუსტად ისროლა. საერთოდ, ამ შეხვედრაში ფაშაევის და გრძელიძის სიზუსტეც უნდა გამოიყოს. “ქუთაისის” აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა 2-ჯერ 3-ქულიანი, ხოლო 3-ჯერ საშუალო დისტანციიდან ისროლა ზუსტად. ამას ერთი საჯარიმოც დაამატა და მატჩი ისე დაასრულა, სროლა არ გაცუდებია. ასევე 100%-იანი შედეგი ჰქონდა ახალგაზრდა გრძელიძესაც, რომელმაც სულ 7 ქულა დააგროვა, მაგრამ მანაც სიზუსტით დაგვამახსოვრა თავი. საერთოდ, ქუთათურებს განაცხადში სულ 12 კაცი ჰყავდათ და ცირეკიძის გარდა, ყველამ შეძლო, მინიმუმ, ქულის გაკეთება. ახალგაზრდა, ნიჭიერი ფორვარდი კი, რუსთაველთა წინააღმდეგ უჩვეულოდ პასიურად გამოიყურებოდა, თუმცა, ბუნებრივია, გუნდის ხელმძღვანელობას და ფანებს ძალიან ეიმედებათ მისი.
რაც შეეხება სტუმრებს, მათგან ოთხმა კალათბურთელმა მოახერხა 10 და მეტი ქულის დაგროვება, მაგრამ ამან ვერ ააცილა ისინი გამანადგურებელ მარცხს. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, მასპინძლები 30-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ და დარბაზში მყოფ ქომაგებს წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი თავიანთი საქომაგო გუნდის წარმატებაში. პაექრობის დასასრულს, გულშემატკივრებს მხოლოდ ის ჰქონდათ მოტივაციად, შეძლებდა თუ არა “ქუთაისი” თამაშში 100 ქულის მოგროვებას. ქუთათურმა კალათბურთელებმა ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს და ეს სურვილიც შეუსრულეს. საერთო ჯამში, საქართველს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ წლეულსაც მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მალხაზ კოხრეიძე(,,ქუთაისის'' მთავარი მწვრთნელი): დღევანდელ შეხვედრაში არ ყოფილა ძალების თანაფარდობა. ბიჭები სათანადოდ გაისარჯნენ, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეხვდრა მეორე სათადარიგო ხუთეულით დავასრულეთ. რუსთავს კალათბურთში დიდი შრომა აქვს გაწეული და გაძლიერებას ვუსურვებ. ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის'' მთავარი მწვრთნელი): შეხვედრა თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, მეტოქემ ძალიან იოლად დაგვამარცხა, ვერ დავალაგეთ თამაში და ტრავმებმაც ხელი შეგვიშალა. თითქმის ნახევარი გუნდი ტრავმირებულია, ლიდერი არ გვყავს, ამიტომ ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე ძალიან უჭირს. ვფიქრობ დრო გვჭირდება, ტექნიკის მხრივ არავის ჩამოვუვარდებით და იმედია გარკვეული პერიოდის შემდეგ დავლაგდებით.
სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება: "დინამო "სოხუმს" შეხვდება, "ოლიმპი" - "მაკაბის".
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

http://superleague.ge-ის სტატისტიკა და მატჩისშემდგომი კომენტარები