წინა მატჩებიდან გამომდინარე ქუთაისის სპორტის სასახლეში დაძაბული და საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი. დარბაზში მოსულ საკმაო რაოდენობის ქომაგებს მართლაც გაუმართლათ. მათ იხილეს უაღრესად დამაინტრიგებელი პაექრობა, რომლის გამარჯვებულის ვინაობა ბოლომდე არ გახლდათ გარკვეული.
შეხვედრის დებიუტი სტუმრებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს. საწყისს წუთებში ზედიზედ ხუთი ქულა ზღვისპირელთაგან ვახტანგ ქადარიამ მიითვალა, რომლის ნეიტრალიზება მთელი მატჩის განმავლობაში ქუთათურებს საკმაოდ გაუძნელდათ. საერთოდ, წინასწარ უნდა ითქვას, რომ სოხუმელებმა ფარზე ტოლი არ დაუდეს მეტოქეს, რაც დიდწილად ბექა ბექაურის და გრიგოლ შვანგირაძის დამსახურება გახლდათ. ნელნელა ხელი მასპინძლებმაც გამოიღეს და და მეტოქეს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალება არ მისცეს. პირველი პერიოდი კი რიონისპირელებმა 18:20 წააგეს.
მეორე მეოთხედში ქუთაისელებმა კვლავ განაგრძეს შემართებით თამაში და წინა პერიოდიდან მოყოლებული 12:0 გაქცევა გამოუვიდათ. სტუმრებს მთელი მატჩის განმავლობაში უმტყუნათ იმ “იარაღმა”, რითაც ისინი ძირითადად ფონს გადიოდნენ. ვგულისხმობთ სამქულიან ტყორცნებს. თავად განსაჯეთ, სოხუმელებმა 20-ჯერ ისროლეს პერიმეტრიდან და აქედან მხოლოდ 3-ჯერ უწიეს მიზანს. მიუხედავად ამისა, “სოხუმის” კალათბურთელებმა მაინც ჯეროვანი წინააღმდეგობა გაწიეს და მეტოქეს არაფერში ჩამორჩნენ. მატჩის მეორე ათწუთეულში ქუთათურთაგან რევაზ დიდია უნდა გამოირჩეს, რომელმაც ორჯერ ზუსტად ისროლა სამქულიანი. მეორე მეოთხედის დასკვნით ნაწილში უკვე სოხუმელებმა მოინდომეს და პირველი ტაიმი 35:32 დასრულდა “ქუთაისის” სასარგებლოდ.
მესამე და მეოთხე პერიოდებში პაექრობა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ტაბლოზე ხან ერთი გუნდის მინიმალური უპირატესობა იყო ასახული, ხან კიდევ მეორესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაში “ჩაუვარდა” და სროლა არ წაუვიდა სოხუმელთა წამყვან კალათბურთელთა ორ წევრს – რატი ბააკაშვილს და და გრიგოლ შვანგირაძეს. მათგან ძირითადად ქულებს ქადარია, ბექაური და ჩლაიძე აგროვებდნენ.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 53:52 იყო სტუმრების სასარგებლოდ. ტაბლოზე ხშირად თანაბარი ქულები ეწერა. საეპილოგო ნაწილში ქუთათურთა ლიდერობა ფაშაევმა იკისრა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩაუგდო მოწინააღმდეგეს. ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა დვალიშვილი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა და 11 მოხსნა). სტუმართაგან ორმაგი დუბლის გაკეთება მხოლოდ ბექაურმა მოახერხა (14 ქულა და 11 მოხსნა). ამასთანავე, უნდა გამოიყოს გიორგი ბარბაქაძის თამაში, რომელმაც ტრამვის მიუხედავად ნაყოფიერად იმოქმედა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. თამაშის დასრულებამდე 2 წუთი და 7 წამი იყო დარჩენილი, ტაბლოზე 63:61 იყო დაფიქსირებული ქუთაისელთა სასარგებლოდ, როდესაც “სოხუმის” კალათბურთელებმა ბურთის გამოტანისას ელემენტარული შეცდომა დაუშვეს, რამაც რიონისპირელებს მალე ოთხი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა. ამას დაემატა მასპინძელთა რიგიანი გარჯა დაცვაში. მართალია, “სოხუმმა” ორ ქულამდე კი შეამცირა სხვაობა, მაგრამ ანგარიშის გაყაიმება და წინ გასვლა ვეღარ შეძლო. ქუთაისელთაგან მატჩს საბოლოო წერტილი აკაკი დვალიშვილმა და ზაურ ფაშაევმა დაუსვეს და საბოლოოდ ტაბლოზე 71:67 დაფიქსირდა საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” სასარგებლოდ. ბუნებრივია, ამ შედეგმა აღაფრთოვანა ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. “ქუთაისის” მომავალი საპლეიოფო მეტოქე კი საკალათბურთო კლუბი “არმია” იქნება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები