კალათბურთი

17:47 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ქუთაისის“ ფინალი, „სოხუმის“ სუპერთასის შანსი

„ქუთაისისა“ და „არმიას“ ნახევარფინალური სერიის მეორე თბილისური მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდეთ. ეს ნახევარფინალური წყვილი მართლაც იმსახურებდა მაყურებელთა მეტ დასწრებას. დღეს თბილისის სპორტის სასახლეში შედარებით მეტი ქომაგი მოვიდა და მეტად საინტერესო საკალათბურთო სპექტაკლიც იხილა. სამწუხარო ისაა, რომ ქართული საკალათბურთო სუპერლიგის საინფორმაციო მხარდამჭერმა „პირველმა არხმა“ შეხვედრის ტელეტრანსლაცია არ მოაწყო, რის გამოც გულშემატკივართა დიდმა არმიამ დღევანდელი მატჩი ვერ იხილა...

პაექრობის წინ არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და ქუთაისელთა ერთ-ერთმა დამრიგებელმა მედეა მხეიძემ წინა 4 შეხვედრის მსგავსად კვლავ დაძაბული ორთაბრძოლა იწინასწარმეტყველეს და განაცხადეს, ფინალისტის ვინაობა ბოლო პერიოდში გაირკვევაო. ასეც მოხდა.

მესამე პერიოდში ქუთაისელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია, თუმცა არმიელებმა დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა 4-მდე დაიყვანეს, მეოთხეს დასაწყისში კი სულაც 13:0 „გაქცევა“ მოაწყვეს და 77:71 დაწინაურდნენ. მოგეხსენებათ, „ქუთაისი“ მებრძოლი გუნდია და მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა ამჟამადაც ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. გიგი ბარბაქაძისა და ლევან ცეკვავას სამიანებით, პერიოდის დასრულებამდე 3:15 წუთით ადრე, „ქუთაისი“ 81:78 წინ გავიდა. მატჩის მიწურულს სტუმრებმა მეტი ფსიქოლოგიური მდგრადობა გამოავლინეს და 14:0 „გაქცევის“ შედეგად 87:78 წინ გავიდნენ. დარჩენილ 57 წამში „არმია“ მარცხს შეეგუა და ფინალში „ქუთაისი“ გავიდა.

 ამ ნახევარფინალურ სერიაში ორივე გუნდის რამდენიმე მოთამაშე (აკაკი დვალიშვილი, ლევან ცეკვავა, ძმები ბარბაქაძეები, ლევან გრძელიძე, ბექა წივწივაძე, ზვიად ბაბიაშვილი) გამოყოფის ღირსია, მაგრამ ხუთივე მატჩის ჯამში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლაშა ფარღალავა გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში 107 ქულა დააგროვა.

მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე მყოფ ზაზა ფაჩულიას გამოველაპარაკეთ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გვითხრა, რომ დაძაბულ თამაშს ელოდა, ემოციურად და ფიზიკურად მეტად დამღლელი ორთაბრძოლა გამოვიდა და ასეთი მატჩები ფლეი ოფის დამახასიათებელი მომენტია.

და კიდევ ერთი, თუ სუპერსერიის ფინალში საქართველოს თასის მფლობელმა „ქუთაისმა“ „დინამოს“ დამარცხება მოახერხა და ჩემპიონი გახდა, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასზე ერთმანეთს „ქუთაისი“ და თასის ფინალისტი „სოხუმი“ შეხვდებიან.

 

 

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე არმია 81 - 91 ქუთაისი 2014-05-17, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
არმია 22 21 20 18 81
ქუთაისი 19 30 18 24 91
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 21:25 1 1 100 1 7 14.3 0 0 0 1 2 3 0 2 0 3 0 5
5 ზვიად ბაბიაშვილი 17:45 4 13 30.8 0 0 0 1 4 25 6 1 7 0 2 1 3 3 9
6 ანატოლი ბოისა * 29:30 1 2 50 3 6 50 2 2 100 1 1 2 3 4 2 2 1 13
7 მიხეილ ბერიშვილი 16:09 0 1 0 1 2 50 0 0 0 1 0 1 2 2 0 0 0 3
9 ბუბა კვიმსაძე 03:05 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია 06:39 3 4 75 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 3 2 0 0 6
13 ბექა წივწივაძე * 36:55 3 11 27.3 0 3 0 1 3 33.3 0 1 1 6 2 7 0 0 7
23 გიორგი შარაბიძე * 34:40 5 9 55.6 0 0 0 6 8 75 4 6 10 0 4 4 0 2 16
33 ტატო ჩაჩიბაია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
50 ლაშა ფარღალავა * 33:52 1 9 11.1 5 7 71.4 5 6 83.3 1 4 5 4 2 0 3 0 22
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
4 3 7 0 0 0 0 0 0
18 50 36.00 10 25 40.00 15 23 65.22 18 18 36 15 22 17 11 6 81
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 32:15 1 3 33.3 1 5 20 4 4 100 2 1 3 8 4 3 1 1 9
6 ლევან გრძელიძე 12:15 2 2 100 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 3 0 2 1 4
7 რევაზ დიდია * 22:37 1 2 50 1 4 25 0 0 0 1 4 5 1 0 4 0 1 5
8 ლევან ცეკვავა * 36:11 1 2 50 5 10 50 5 6 83.3 0 3 3 6 3 6 4 0 22
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 26:38 5 9 55.6 1 3 33.3 3 4 75 1 4 5 0 3 2 1 0 16
14 ავთანდილ ლომინაშვილი 06:29 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 1 1 2
15 გიორგი ბარბაქაძე 28:10 1 1 100 2 4 50 3 4 75 0 4 4 4 3 1 0 0 11
21 აკაკი დვალიშვილი * 35:25 7 12 58.3 0 1 0 8 8 100 6 11 17 1 3 5 4 2 22
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 4 5 0 0 0 0 0 0
19 34 55.88 10 27 37.04 23 26 88.46 12 31 43 20 21 21 13 6 91

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180342