კალათბურთი

20:10 | 6.08.2013 | ნანახია 0 - ჯერ

“ქუთაისი-2010”-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

 

სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “ქუთაისი-2010”-ს ახალ, 2013-14 წლების სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

 ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის პრეზიდენტმა, კოტე ჭეიშვილმა განუცხადა.

“დავით უსტიაშვილს, “ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონტრაქტი 2012-13 წლების სეზონის ბოლოს დაუმთავრდა. კლუბი უსტიაშვილს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს. “ქუთაისი-2010”-ის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი” – გვითხრა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უსტიაშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, იგორ კოკოშკოვის პირველ თანაშემწედ და პარალელურად 20 წლამდელთა მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

 

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:17 | 28.10.2016
MILANSKI18 (171)

Silvac tu wavida gadaiyvans emeri

0.062731