კალათბურთი

20:11 | 12.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“ქუთაისი-2010”-ის მთავარ მწვრთნელად მალხაზ კოხრეიძე დაინიშნა

 

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, XXII ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალისტის, ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელის, დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულ “ქუთაისი-2010”-ის მთავარ მწვრთნელად ქუთათურთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი მალხაზ კოხრეიძე დაინიშნა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის პრეზიდენტმა კოტე ჭეიშვილმა განუცხადა.

კალათბურთის გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ “ქუთაისი-2010”-ის პირველი მწვრთნელი სწორედ მალხაზ კოხრეიძე და მან სუპერლიგის პირველივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. კოხრეიძის ხელმძღვანელობით, ქუთათურებმა მე-2 სეზონიც კარგად დაიწყეს და არსებობის განმავლობაში პირველი ტურნირი, კონკრეტულად კი დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო. გუნდმა იმავე სეზონში ჩემპიონატის პირველი წრეც კარგად ჩაატარა და ლიდერთა შორის იმყოფებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი წრის შემდეგ კოხრეიძე გუნდიდან გაუშვეს და მის ნაცვლად დავით უსტიაშვილი დაინიშნა. მალხაზის მიერ მომზადებული გუნდი ისევ მე-3 ადგილზე გავიდა, XXII ეროვნულ ჩემპიონატში კი მედლების გარეშე დარჩა. “ქუთაისი-2010”-დან წასვლის შემდეგ კოხრეიძეს კალათბურთი არ მიუტოვებია და ბავშვებს ავარჯიშებდა.

0.067105
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}